top of page

სხეულის გონიერება, გონიერი სხეული, სხეულებრივი ინტელექტი...

სხეულის გონიერება

ბევრისთვის ეს უცნაური სიტყვათაშეხამებაა, ზოგისთვის კი ყოველდღიური გააზრებული ცხოვრების ნაწილი. მე პირადად რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი ამ თემით. მართალია ჩემი პირველი პროფესია, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, ბუნებრივია სხეულთან იყო დაკავშირებული, თუმცა მაშინ არ ვიცოდით, რომ სხეულს საკუთარი ინტელექტი შეიძლება გააჩნდეს.


ეს იდეა პირველად ჰოვარდ გარდნერმა გააჟღერა 1983 წიგნში "გონების ჩარჩოები" რომელშიც ადამიანის კოგნიციისა და პოტენციალის შესახებ ჩატარებული კვლევა და შედეგები აღწერა. ამ თეორიას "მრავალმხრივი ინტელექტის" თეორიის სახელით ვიცნობთ.


რა თქმა უნდა, როგორც ყველა თეორიას, ამ თეორიასაც ჰყავს თავისი მომხრეები და კრიტიკოსები. თუმცა იდეა, რომ ადამიანების გონიერების შეფასება მხოლოდ IQ-თი არ შეიძლება, პირადად ჩემთვის სრულიად მისაღებია.

იმიჯი აღებულია ინტერნეტიდან - ცენტრში "გონებამახვილობის" მაგივრად უნდა იყოს "ინტელექტი"

შეძლებისდაგვარად გაგიზიარებთ ამ სფეროში ჩემს მიერ მოძიებულ-დამუშავებულ-დატესტილ მასალას და იმედია გამოგადგებათ. პირველივე კითხვა რაც ჩნდება, არის სხეულის გონიერების განმარტება.


ქართულ რეალობაში ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული რომელი სახელწოდება გამოვიყენოთ - სხეულის გონიერება? გონიერი სხეული? განსხეულებული ინტელექტი?... კარგი იქნება თუ თქვენც გამოთქვავთ მოსაზრებას და გამიზიარებთ :) ჯერ-ჯერობით სხეულის გონიერებას გამოვიყენებ, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება:

  • გაცნობიერება

  • ცოდნა

  • ქმედება

10 ქულიანი სისტემით როგორ შეაფასებდით საკუთარი სხეულის გონიერებას?

გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი კითხვები და იქნებ ცოტა უკეთ გაიცნოთ საკუთარი სხეული.

გაცნობიერება

ცოდნა


ქმედება



იმეგობრეთ საკუთარ სხეულთან!

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Metthew
Dec 14, 2025
Rated 5 out of 5 stars.

ეს გვერდი თემის სტრუქტურირებულ მიმოხილვას გთავაზობთ. ინტერაქტიული ციფრული სერვისების აღმასვლა თანამედროვე ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა. დაინტერესებულთათვის, დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებსაიტზე. აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა პლატფორმა მომხმარებელთა ჩართულობასა და ხელმისაწვდომობაზე.


Edited
Like
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page