სამურაი და მოხუცი ბრძენი
- Kety Zhvania-Tyson
- Mar 26, 2021
- 2 min read
Updated: Jul 24, 2021
იყო ერთი სამურაი, მაღალი, ახოვანი, მამაცი გულის პატრონი. იცით ალბათ, რომ სამურაიები პროფესიონალი სამხედროები, მებრძოლები იყვნენ. მთელს იაპონიაში ჰქონდა სახელი გავარდნილი ჩვენს სამურაის. უბადლოდ ფლობდა ხმალს და შეუდარებელი მეომარი იყო. ბრძოლის ჟამს არა ერთხელ დადგა სიკვდილთან პირისპირ, თვალებშიც არაერთხელ ჩახედა... და აეკვიატა კითხვა - რითი განსხვავდება სამოთხე ჯოჯოხეთისგან?..


იყო ერთი სამურაი, მაღალი, ახოვანი, მამაცი გულის პატრონი. იცით ალბათ, რომ სამურაიები პროფესიონალი სამხედროები, მებრძოლები იყვნენ. მთელს იაპონიაში ჰქონდა სახელი გავარდნილი ჩვენს სამურაის. უბადლოდ ფლობდა ხმალს
და შეუდარებელი მეომარი იყო. ბრძოლის ჟამს არა ერთხელ დადგა ჩვენი სამურაი სიკვდილთ
ან პირისპირ, თვალებშიც არაერთხელ ჩახედა... და აეკვიატა კითხვა - რითი განსხვავდება სამოთხე ჯოჯოხეთისგან?..
ხან ვის ჰკითხა, ხან ვის. უთხრეს - აი იქ, მთაზე რომ მოხუცი ბრძენი ცხოვრობს, იმას ეცოდინება პასუხი მაგ კითხვაზეო. რამდენიმე დღე დასჭირდა სამურაის სანამ მოხუცის ადგილსამყოფელს მიადგებოდა. მოხუცი იჯდა და ღრმა მედიტაციაში იყო წასული. მოწიწებით და უჩუმრად იდგა მებრძოლი და ელოდებოდა როდის გამოხედავდა ოსტატი.
როგორც იქნა გაახილა მოხუცმა თვალი, ჩუმად მიაჩერდა სამურაის, რომელმაც ლოდინისაგან დაქანცულმა მაშინვე კითხვა მიაგება “ოსტატო, შენთან მომასწავლეს. დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა და დამეხმარე გავიგო რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორისო”
ახედ-დახედა მოხუცმა ჩვენს ბრგე ვაჟკაცს, გვერდზე გადაწია თავი და დამცინავი ხმით უთხრა, “რაც არ უნდა გითხრა, შენისთანა ხეპრე და უვიცი მაინც ვერაფერს გაიგებს. არ მიღირს შენზე ჩემი დროის დახარჯვაო”
სისხლმა აასხა სახეზე სამურაის, კისრის ძარღვები დაეჭიმა, ხმალი ამოიღო ქარქაშიდან და ...”ხომ ხარ ღირსი ამ შეურაცხყოფისათვის აქვე აგკუწოო” დასჭყივლა მოხუცს. ჩია ტანის მოხუცი იყო. ზემოდან დაჰყურებდა ახოვანი სამურაი.
მოხუცმა პირდაპირ თვალებში შეხედა და რბილად უთხრა - აი ეგ არის ჯოჯოხეთი.
გაუშეშდა ხმალი ხელში სამურაის. ჩრდილმა გადაუარა სახეზე. ქარქაშში დააბრუნა იარაღი და თავი მოწიწებით დაუხარა მოხუცს. თვალებში შეხედა ოსტატს, გააზრებული სითბო ჩასდგომოდა ცოტა ხნის წინ ამღვრეულ თვალებში.
გაუღიმა მოხუცმა და თბილი ხმით უთხრა - აი ეგ, არის სამოთხეო.
... აი ასე ვიწყებ ხოლმე ტრენინგებზე ემოციური გონიერების შესახებ
საუბარს, ასე ვცდილობ დავაფიქრო ადამიანები, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არის ის ემოციები, რომელშიც ვცხოვრობთ, აქ, ამ დედამიწაზე. ამას კი კითხვას მოვაყოლებ ხოლმე - ასწიეთ ხელი, თუ
როდესმე გაგიკეთებიათ ან გითქვამთ რაღაც, რასაც ახლა, უკან რომ იყურებით, ნანობთ. ფაქტიურად ყველა, მათ შორის მეც, ვწევთ ხოლმე ხელს. ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს იმ რწმენით, რომ ემოციები, გრძნობები უბრალოდ გვემართება, რომ გარე სამყაროში მომხდარი მოვლენები განაპირობებს ჩვენს ემოციურ რეაქციებს. ვიღაც ან რაღაც გვაიძულებს გავბრაზდეთ. ან რაღაც კარგი ხდება, და ამის გამო გვიჩნდება მადლიერების მშვენიერი შეგრძნება. მაგრამ პიროვნული განვითარების პროცესში ადამიანები ვხვდებით, რომ ჩვენ თავად გვაქვს არჩევანი როგორი რეაგირება მოვახდინოთ გარე გამღიზიანებლებზე. ჩემთვის სწორედ ეს არის თავის-უფლება ვიყო თავისუფალი! გისურვებთ სამოთხეში გეცხოვროთ მეგობრებო!
Comments