top of page

საიდან მოდის მშობლის დანაშაულის შეგრძნება? დროა გადავაფასოთ “ქალღმერთის სინდრომი”


მშობლების დანაშაულის გრძნობა კულტურულ ეპიდემიად გადაიქცა.

დასავლურმა კულტურამ მშობლობის იდეალიზირებული ხატის კულტივაციას შეუწყო ხელი და შეიქმნა რწმენა, რომ ყველა მშობელი უნდა იყოს გაწონასწორებული, მშვიდი, ობიექტური, სამართლიანი, მომთმენი და მუდმივად ზრუნავდეს შვილის კეთილდღეობაზე. მკვლევარები პერფექციონიზმის ამ ფორმას დედობის მითს ან ქალღმერთის მითს უწოდებენ, თუმცა ეს დისკრიმინაციული განცხადებაა ალბათ, რადგან დანაშაულის ასეთი შეგრძნება მამებსაც ახასიათებთ. ამიტომ მე აქ ამ ფენომენს მოვიხსენიებ,როგორც მშობლობის დანაშაულის შეგრძნებას, რომელსაც იწვევს საკუთარი შესაძლებლობების არარეალისტური მოლოდინი, განსაკუთრებით გამოუცდელ ან მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მშობლებში.


საიდან მოდის მშობლის დანაშაულის შეგრძნება?


როცა მშობლები ვხდებით, მტკივნეულად ნათელი ხდება რამდენად არიან ბავშვები დამოკიდებული იმ ადამიანენბზე, ვისაც მათი ზრუნვა აკისრია. Როგორც მშობელი, თავს პასუხისმგებლად გრძნობ არა მხოლოდ მათ უსაფრთოებაზე, არამედ ასევე მათ ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე. შვილის სიყვარულმა და სურვილმა, რომ მუდმივად ბედნიერები იყვნენ, შესაძლოა გამოიწვიოს ნერვიულობა და შიში იმაზე, რომ ხანდახან ვერ ახერხებთ იყოთ კარგი მშობელი და ვერ აძლევთ იმას, რაც მათ სჭირდებათ.


“სანამ მშობელი გავხდებოდი, დანაშაულის შეგრძნება ათასში ერთხელ რაღაცაზე კი მქონდა ხოლმე, მაგრამ რაც შვილები გამიჩნდა, მუდმივად დანაშაულის გრძნობა მაქვს.”


ჩვენ, როგორც მშობლები, ვალდებულებას ვადებთ საკუთარ თავს, რომ შვილების საჭიროება ყოველთვის ჩვენზე წინ დავაყენოთ და მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა წელგამართულებმა შეაბიჯონ ცხოვრებაში, ამის გამო,, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩვენს კეთილდღეობას ეხება, აღიქმება როგორც შვილების ხარჯზე, მათი საჭიროებების უგულვებელყოფის ხარჯზე ზრუნვა საკუთარი თავისთვის.


“ყველაფერზე თავს დამაშავედ გრძნობ...დამნაშავე ხარ, რომ შვილი ვიღაცას დაუტოვე, დამნაშავე ხარ, რომ ისეთი საუზმე ვერ მოუმზადე, როგორიც გინდოდა, დამნაშავე ხარ, რომ სამსახურში გახვედი. მშობლობის პირველი წლები აი ამის გამო ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.”


ხანდახან დანაშაულის შეგრძნებას ბადებს ის, რომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, სადაც ყველა “გამარჯვებული” იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ ეს სცენარი მშობლობაში ფაქტიურად არ მუშაობს.


“მაშინ მივხვდი რა სისულელე იყო ეს ყველაფერი, როცა გავაცნობიერე, რომ ერთ დღეს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმისთვის, რომ სახლის დალაგება ვერ მოვასწარი, რადგან ბაიასთან გავატარე მთელი დღე, შემდეგ კი იმაზე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ, რომ სახლი დავალაგე და ვერ გავატარე დრო შვილთან ერთად. რაც არ უნდა გამეკეთებინა, მოგებული მაინც ვერ ვრჩებოდი - გინდა ასე, გინდა ისე, მაინც დანაშაულის გრძნობა მჭამდა.”


როგორც თავში დავწერე, მეც არა ერთი მწარე მომენტი მქონია, როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. გულწრფელად ვიტყვი - არის უამრავი შეცდომა, რომელიც მართლა დავუშვი და კარგი იქნებოდა მეტი მცოდნოდა და სხვანაირად მემოქმედა. მართალია დანაშაულის შეგრძნება ბუნებრივია, რადგან მუდმივად გვინდა, რომ საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს შვილებს, მინდა დაგანახოთ, რომ ეს შეიძლება დამთრგუნველი და ხელისშემშლელი იყოს, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახისთვის, თუ თავს არაადექვატურად გაგრძნობინებთ ან ზედეტად კრიტიკულები ხდებით საკუთარი თავის მიმართ.


როგორ გავუმკლავდეთ დანაშაულის შეგრძნებას?


1. ეცადეთ დაინახოთ დიდი სურათი

მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რის გამო გრძნობთ დამნაშავედ თავს და რატომ. ეცადეთ მოლოდინები, რომელსაც საკუთარ თავს უყენებთ, რეალისტური და ლოგიკური იყოს.


2. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი, უშეცდომო გზა.

ხშირად მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ უშეცდომოდ და უნაკლოდ გააკეთონ ყველაფერი. თუმცა რეალობაში არ არსებობს მხოლოდ ერთი, ჭეშმარიტი გზა და არავინ არის უშეცდომო. თუ თქვენი მიზანია უშეცდომოები იყოთ, ესე იგი არარეალისტურ სტანდარტებს უყენებთ საკუთარ თავს და ბუნებრვია, როცა ამას ვერ მოახერხებთ, თავს დამნაშავედ იგრძნობთ.


3. შეიმუშავეთ საკუთარი სტანდარტები

იმისათვის, რომ მოდუნდეთ და ზედმეტად არ დაიძაბოთ, კარგად გაიაზრეთ რა სტანდარტებს უყენებთ საკუთარ თავს, საიდან იღებს სათავეს თქვენი სტანდარტები და რამდენად რეალისტურია მათი განხორციელება.

რეალისტური თუ გინდათ იყოთ, მაშინ თქვენი სტანდარტები გარედან კი არ უნდა იყოს აღებული (სხვები ასე აკეთებენ და ამიტომ მეც ასე უნდა გავაკეთო...), არამედ თქვენი საკუთარი, თქვენს ფასეულობებზე დამყარებულ-დაფუძნებული უნდა იყოს. Ჩაუფიქრდით საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, თქვენი ცხოვრების სტილს და თქვენი ბავშვის ბუნებას, და ამის მიხედვით განსაზღვრეთ და დაისახეთ მოლოდინები.


4. თავი დაანებეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას - განსაკუთრებით სოცმედიაში

ერთ-ერთი განსაკუთრებით რთული ასპექტი იყო მშობელი დღეს, თანამედროვე ცხოვრებაში, არის ის, რომ ფაქტიურად განუწყვეტლივ და ყოველი მხრიდან (განსაკუთრებით სოცმედიიდან) ვხედავთ მაგალითებს, რომელიც ბუნებრივად ბადებს შედარების სურვილს. ეცადეთ არ გაებათ ამ მახეში და არ დაიწყოთ საკუთარი თავის სხვებისთვის შედარება. ადამიანებს საკუთარი ცხოვრებიდან სააშკარაოზე მხოლოდ შერჩეული მასალა გამოაქვთ - განსაკუთრებით სოცმედიაში, და განსაკუთრებით როცა ეს მშობლობას ეხება.

როცა ხედავთ რას ამბობენ სხვა მშობლები და რას აკეთებენ, და შემდეგ ამას ადარებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ ფაქტიურად სხვების ფიქტიურ ცხოვრებას ადარებთ თქვენს რეალობას. ეს არც სამართლიანია და არც რეალისტური შედარების საშუალებას იძლევა, შესაბამისად ეს არ უნდა იყოს თქვენი, როგორც მშობლის საზომი ერთეული და არც ამით არ უნდა განსაზღვროთ რა არის უმჯობესი თქვენი შვილისათვის.


5. გახსოვდეთ, რომ არივინ არის უნაკლო

Როგორც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი მიიღოთ ის ფაქტი, რომ არ ხართ უნაკლო და შეცდომები აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილმაც იცოდეს და ესმოდეს, რომ მისი მშობლები, და ზოგადად ცხოვრებაც არ არის უნაკლო. ეს მათაც დაეხმარება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერონ და მიიღონ საკუთარი “არასრულყოფილება”. როცა ბავშვი ცდილობს ადაპტირდეს მშობლების და სამყაროს “არასრულყოფილებასთან” ეს ეხმარება მის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას და სტრესმედეგობის ჩამოყალიბებას.


6. განივითარეთ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის უნარი

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თავს დამნაშავედ იმიტომ გრძნობთ, რომ გიყვართ თქვენი შვილი, გადარდებთ მისი კარგად ყოფნა - ეს კი არაჩვეულებრივი ამბავია!!!! ასე არ არის? :) მთავარია წონასწორობა დავიცვათ - ერთის მხრივ ვიზრუნოთ და მეორეს მხრივ ვიყოთ რეალისტურები. ამას ალბათ რაღაც დრო და დისციპლინა დასჭირდება თქვენი მხრიდან, მაგრამ სწორედ ეს არის გასაღები დანაშაულის შეგრძნებასთან გასამკლავებლად.


:) გისურვებთ დანაშაულის შეგრძნების გარეშე გეცხოვროთ,რათა იყოთ უფრო ბედნიერი, ხალისიანი და ჯანმრთელი მშობელი!!!


გამოყენებული წყარო - https://www.cope.org.au/new-parents/emotional-health-new-parents/parent-guilt/


 
 
 

Comments


სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page