top of page

10 ფილმი მათთვის, ვინც პატარას ელოდება

Updated: Jun 26, 2021


ამ ფილმების უმეტესობა რომანტიული კომედიის ჟანრშია გადაწყვეტილი. ვფიქრობ ფეხმძიმობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოციები. ასე რომ, უყურეთ, იხალისეთ და იყავით ბედნიერები.



სიუჟეტი: გადარეული ჰორმონების ფეირვერკი. სამსახურისა და ფეხმძიმობის შეთავსება. ოჯახური მეტოქეობა. მამობის მხარდამჭერი ჯგუფები. ხუთი სრულიად განსხვავებული წყვილის ისტორია, ფეხმძიმობის აიწონა-დაიწონა და ოჯახური ცხოვრების პირველი საფეხურები.





სიუჟეტი: ახალგაზრდები - ბურტი და ვერონა, რომლებიც პირველი შვილის დაბადებას ელოდებიან, იწყებენ საინტერესო მოგზაურობას რათა ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კუთხეში იდეალური ადგილი შეარჩიონ ბავშვის გასაზრდელად და ოჯახის შესაქმნელად. მოგზაურობისას კი აღმოაჩენენ, რომ „სახლი“ არის იქ, სადაც შენი გული დაიდებს ბუდეს. ფილმში უამრავ სხვადასხვა ტიპის დედებს იხილავთ, დაწყებული ინტელექტუალური LN-ით, მწარე ენის მქონე ლილით და დამთავრებული მშვენიერი მუნჩით.






სიუჟეტი: ქეითი, საქმიანი ქალი, რომელსაც შვილი უნდა მაგრამ ფიზიოლოგიური პრობლემების გამო ვერ აჩენს, ქირაობს ენჯის, მისგან გასნხვავებული ფასეულობების მქონე ახალგაზრდა ქალს, როგორც სუროგატ დედას, რომელმაც მისი შვილი უნდა გააჩინოს. დეტალურად გაწერილი გეგმა იმსხვრევა, როცა აღმოჩნდება, რომ ენჯი ფეხმძიმედაა, მაგრამ არა ქეითის ბავშვზე.

რაზე ჩამაფიქრა? იმისათვის, რომ იყო არაჩვეულებრივი დედა, არ არის აუცილებელი უშეცდომო იყო ყველაფერში.




სიუჟეტი: ჯენა ამერიკის პატარა ქალაქში ცხოვრობს, მუშაობს მიმტანად და სასწაულად გემრიელ ნამცხვრებს აცხობს, რომელსაც უცნაურ სახელებს არქმევს J . ჯენა უიღბლოდ არის დაქორწინებული და ქალაქში ახლადჩამოსულ მამაკაცთან იწყებს ურთიერთობას, როცა აღმოაჩენს, რომ ქმრისგან ფეხმძიმედ დარჩენილა...



სიუჟეტი: გართობის მოყვარული ბენ სტოუნისათვის შოკისმომგვრელი აღმოჩენაა, რომ ალისონი, რომელთანაც ერთი ღამე გაატარა, მისგან ფეხმძიმედ დარჩა. ალისონისთვის ადვილი მისაღებია დედობის იდეა, მაგრამ რამდენად არის ბენი მზად გახდეს მამა, რთული სათქმელია.





სიუჟეტი: ამ მხიარულ ბრიტანულ კომედიაში შეგიძლიათ იხილოთ ფანტასტიური ჰიუ ლორი, რომელიც სემის როლს თამაშობს. სემი და ლუსი იდეალურ წყვილად ითვლებიან - ახალგაზრდები, ლამაზები, წარმატებულები და ერთმანეთზე შეყვარებულები. სემი და ლუსი შვილის ყოლაზე ოცნებობენ და ფაქტიურად ყველა გზას და ხერხს მიმართავენ რაც კი შესაძლებელია.





სიუჟეტი: ამერიკული რომანტიული კომედია, რომელშიც არაჩვეულებრივი მსახიობი, დაიან კიტონი ანსახიერებს „ქალი-ვეფხვის“ მეტსახელით ცნობილ მანჰეტენელ მენეჯმენტის კონსულტანტს J.C-ს, რომელიც მხოლოდ კარიერაზეა ფოკუსირებული და არ გეგმავს შვილების ყოლას. თუმცა სრულიად მოულოდნელა, გარდაცვლილი ნეთესავისაგან „მემკვიდრეობით“ ღებულობს პატარა ჩვილ გოგონა - ელიზაბეტს. უშედეგო მცდელობების შემდეგ შეათავსოს რთული კარიერა და ბავშვის გაზრდა ნიუ იორკში, J.C ღებულობს გადაწყვეტილებას გასცილდეს დიდ ქალაქს და უფრო მშვიდ გარემოში დასახლდეს, სადაც უამრავი ახალი გამოწვევა ხვდება.






სიუჟეტი: ცხოვრება მშვენიერი და სახალისოა სამუელისა და რებეკასათვის (არაჩვეულებრივი მსახიობები ჰიუ გრანტი და ჯულიანე მური) იმ მომენტამდე სანამ აღმოაჩენენ, რომ უახლოეს მომავალში მშობლები უნდა გახდნენ. რებეკა სიხარულით ხვდება ამ ამბავს, მაგრამ სამუელს, რომელიც ბავშვების ფსიქოთერაპევტია, შფოთვა ეწყება და მამობის შიში აქვს. თუმცა ახალი მეგობრების, რომლებიც გამოცდილი მშობლები არიან და ექიმი კოსევიჩის დახმარებით სწავლობს ამ ახალ როლში შესვლას.




სიუჟეტი: ამერიკული რომანტიული კომედია, რომელშიც ახალგაზრდა წყვილის ცხოვრების თანამონაწილეები ვხვდებით მათი ქორწინების დღიდან პირველი ბავშვის დაბადებამდე. ქორწილი, სამსახურის მოძებნა და სახლის ყიდვა საკმაოდ მარტივი ჩანს იმასთან შედარებით, რასაც მომავალი მამა ჯეიკი შეეჯახება, როცა მისი მეუღლე, ქრისტი დაფეხმძიმდება.



 
 
 

コメント

5つ星のうち0と評価されています。
まだ評価がありません

評価を追加
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page