top of page

ჰარმონია საკუთარ თავთან

ჯანსაღი თვითშეფასება ჩვენ თავთან ჰარმონიაში ყოფნის აუცილებელი წინაპირობაა. მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ზრდასრული ადამიანის ქცევის 90%-ს განსაზღვრავს ის ქვეცნობიერი პატერნები, რომლებიც ბავშვობიდან მოგვყვება. დროა დავიბრუნოთ ის, რაც სამართლიანად გვეკუთვნის - საკუთარი თავის რწმენა.

პროგრამა - „ჰარმონია საკუთარ თავთან“ სწორედ ამ გზის გავლაში დაგეხმარებათ

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება არაფერი რომ არ გაბრკოლებდეთ, არაფერი რომ არ გექაჩებოდეთ უკან? ადამიანის პოტენციალის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მისი თვითშეფასება.


როცა ვიბადებით, ყველას ჯანსაღი თვითშეფასება გვაქვს. გადახედეთ თქვენს გარშემო პატარა ბავშვებს. თუმცა, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გვიყალიბდება უარყოფითი, შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ... ვიჯერებთ რომ არ ვართ საკმარისად ლამაზი, ჭკვიანი, რესურსული, საინტერესო, უნიკალური... სწორედ ასეთი თვითშეფასება მქონდა მოზარდობისას, რომელიც საკმაოდ დიდხანს გამომყვა.

  • ნეგატიური თვითსაუბარი...

  • საკუთარი შესაძლებობების ურწმუნობა...

  • საკუთარი თავის მუდმივი შედარება სხვებთან... ყველაფერი ეს მუდმივ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.

როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა? გთავაზობთ დიდი პროგრამის პატარა ნაწილს, რომელიც დაგეხმარებათ გადახედოთ თქვენს შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენებს და დაიბრუნოთ ჯანსაღი თვითშეფასება.

ჩემი მიზანია გაგიზიაროთ ჩემი საკუთარი გამოცდილება, რომელიც დამეხმარა და დღესაც მეხმარება ვიყო თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი.


რას გთავაზობთ:


4 შეხვედრას 27- 28 აპრილს; 4-5 მაისს. შეხვედრები გულისხმობს უნიკალურ და ტრანსფორმაციულ ონლაინ პროგრამას -„ჰარმონია საკუთარ თავთან“

პროგრამის შედეგად:

  • გაეცნობი ადამიანის დაბალი თვითშეფასების გამომწვევ მიზეზებს

  • აღმოაჩენ რა გიშლის ხელს იყო უფრო თავდაჯერებული

  • შეხვალ რესურსულ მდგომარეობაში და მოგემატება ენერგია

  • ახალი კუთხით დაინახავ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ ფასეულობას

  • ისწავლი საკუთარი თავის მოსმენას

  • ურთიერთობაში შეხვალ პიროვნული განვითარების იგივე გზაზე მოსიარულე კარგ ადამიანებთან

  • გექნება საშუალება გააზიარო საკუთარი გამოცდილება და მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი

  • თვალებში შეხედავ საკუთარ თავს, გაუღიმებ, მეტად შეგიყვარდება, და შესაბამისად უფრო თავისუფალი გახდები

როგორ ვიმუშავებთ: გვექნება ოთხი ონლაინ შეხვედრა, სადაც გაეცნობით სხვადასხვა თეორიებსა და ტექნიკებს, სავარჯიშოებს, რომლებსაც ზოგს ადგილზე, ზოგს კი კვირის მანძილზე შეასრულებთ, გაუზიარებთ თქვენს თანაგუნდელებს და მიიღებთ უკუკავშირს.


პროგრამის ავტორი და წამყვანი: პიროვნული განვითარების ტრენერი, ქოუჩი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, არაფორმალური განათლების ექსპერტი და სხეულის გონიერების სპეციალისტი - ქეთი ჟვანია-ტაისონი.


პროგრამის ორგანიზატორია ,,წარმატების სკოლა“ ნინო ეფხოშვილის ხემლძღვანელობით.


თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აირჩიოთ 3 პაკეტიდან თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი:


  • სასტარტო პაკეტი _ გულისხმობს 4 ვებინარის ვიდეო-ჩანაწერს -75 ლარი

  • საბაზისო პაკეტი _ ვებინარებზე დასწრება და სრული ჩართულობა - 150 ლარი

  • VIP პაკეტი _ საბაზისო პაკეტს + 2 ინდივიდუალური სესია - 250 ლარი

შეარჩიე შენთვის სასურველი პაკეტი, გადაიხადე საფასური მითითებულ ანგარიშზე სარეგისტრაციოდ გთხოვთ შეავსოთ ბმული:

GE74BG0000000162472344 მიმღები: ნინო ეფხოშვილი


გამოგვიგზავნე გადახდის ქვითარი/სქრინი, მოგვწერე ელ. ფოსტის მისამართი და მიიღე თვითშეფასების ტესტი საჩუქრად


 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page