top of page

ფილმები თინეიჯერების მშობლებისათვის - უყურეთ ამ ფილმებს თქვენს შვილებთან ერთად და ისიამოვნეთ





ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია! ნამდვილი ამბავი თინეიჯერი უსახლკარო ბიჭის შესახებ რომელიც ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის NFL-ის მოთამაშე ხდება და ოჯახის შესახებ, რომელიც მისი ოფიციალური მეურვე ხდება.


ტომ ჰენკსის მიერ ფანტასტიურად შესრულებული როლი 75 IQ-ს მქონე ფორესტ გამპის შესახებ, რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეს.


წარმოუდგენლად მაღალი IQ-ს მაგრამ განუვითარებელი EQ-ს მქონე თინეიჯერის და ფსოქოთერაპევტის ურთიერთობის საინტერესო ისტორია.

ხშირად მომყავს ხოლმე ეს ფილმი მაგალითად როცა IQ-და და EQ-ზე ვსაუბრობ.


სახალისო ისტორია თინეიჯერი გოგოს - ელი ვუდსის შესახებ, რომელსაც ფაქტიურად ყველაფერი აქვს რასაც მოისურვებს. ელი ბუნებრივად ქერათმიანია, შესაბამისად ქარაფშუტას იმიჯი აქვს. ისტორია იმის შესახებ, როგორ ახერხებს ელი გადალახოს სტერეოტიპული და სექსისტური დამოკიდებულება მის მიმართ და გახდეს ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი.



არც კი ვიცი რამდენჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი და ყოველ ნახვაზე იგივე რეაქცია მაქვს ფილმის კულმინაციისას (ბუნებრივია არ დავასპოილერებ აქ) ფილმი არის სკოლის მუსიკის მასწავლებლის შესახებ, რომელიც ოცნებობს და ცდილობს დაწეროს საკუთარი მუსიკალური ნაწარმოები, და ამავე დროს მოძებნოს ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის, ცდილობს იყოს კარგი ქმარი და ყურადღებიანი მამა, თუმცა ყოველთვის არ გამოსდის ისე, როგორც ისურვებდა.


ფილმი, რომელსაც განურჩევლად ყველას ვურჩევ ხოლმე რომ ნახონ. ფილმი სიკეთის და სიყვარულის ჯაჭვის შესახებ, რომელსაც პატარა ბიჭი უდებს სათავეს. ვთვლი, რომ ამ ფილმს სკოლაშიც უნდა აჩვენებდნენ სავალდებულო წესით. უყურეთ აუცილებლად და ისაუბრეთ თქვენს შვილებთან ამ ფილმის შესახებ...


ისტორია ორი გერმანელი მთამსვლელის - რონი კურცი და ანდრეას ჰინტერშტოისერის შესახებ და მათ მიერ ეიგერის მთის ჩრდილოეთის მხრიდან დალაშქვრის სახიფათო მცდელობაზე.




ფილმი, რომელმაც ბევრი კამათი გამოიწვია - უნივერსიტეტის პირველკურსელი ჯოში ფილოსოფიის ლექციაზე პროფესორ რადისონისგან სხვა სტუდენტებთან ერთად ღებულობს უკომპრომისო დავალებას - დაწეროს თემა იმის შესახებ რომ „ღმერთი მკვდარია!“ და ის საერთოდაც არ არსებობს. ჯოში, რომელიც ქრისტეანია და მორწმუნეა ღებულობს პროფესორის გამოწვევას და იწყება საინტერესო „დუელი“ ამ ორ პერსონაჟს შორის.



ფილმი პედაგოგისა და სტუდენტის რთული ურთიერთობის შესახებ. ალბათ ასეთი ფილმები ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიყვარს და მაინტერესებს, მაგრამ ვთვლი, რომ მშობლობის ერთ-ერთი როლი სწორედ პედაგოგობაა, და ამიტომ მგონია, რომ საინტერესო გაკვეთილების გამოტანას შესძლებთ აქედან.


ეჭვიც არ მეპარება, რომ უმეტესობას ნანახი გაქვთ ეს კლასიკური ფილმი კოლეჯის სტუდენტების და მათი ლექტორის შესახებ, რომელიც მათ კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის.

 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page