top of page

სოციალური პროექტი „იცხოვრე სავსე ცხოვრებით"

Updated: May 30, 2021


სოციალური პროექტის „იცხოვრე სავსე ცხოვრებით“ მიზანია დაეხმაროს ადამიანებს

პანდემიის პირობებში სხეულისა და სულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, პანდემიის

შედეგად გამოწვეული სტრესის, ფსიქიკური თუ ჯანმრთელობის პრობლემების, თუ

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვაში და ახალ, რთულ გარემოსთან მარტივად

ადაპტირებაში. პროექტი გულისხმობს პიროვნულ განვითარებას ბუნებაში.

ყოველ შაბათ-კვირას, 10:00სთ-დან, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს

პიროვნული განვითარების 2 სთ-იან პროგრამაში. ქოუჩი და პიროვნული განვითარების

ტრენერი ქეთი ჟვანია-ტაისონი ბოტანიკურ ბაღში ფიზიკური სავარჯიშოებით,

თამაშებით და ტექნიკების სწავლებით მონაწილეებს გააცნობს თუ როგორ იცხოვრონ

სავსე და დადებითი ენერგიებთ? მონაწილეებს ელოდებათ: ერთმანეთის გაცნობის

თამაშები, ვარჯიში და ცეკვა, წყვილებად დაყოფა და მოცემულ თემაზე საუბრები, ბეწვის ხიდზე რიტუალური გადასვლა - ჯგუფური რეფლექსია და გაზიარება,

წყვილებში განხილული თემის, ალპინისტების კლდესთან - ლეღვთა ხევში გადასვლა.

მონაწილეებს გზადაგზა ეძლევათ დავალებები გრძნობის ორგანოების გასავარჯიშებლად

და სხვა პიროვნული განვითარების ტექნიკები.

სოცილაური პროექტი ყოველ შაბათ-კვირას ბოტანიკურ ბაღში საქართველოს

პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან ერთად ტარდება.


 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page