top of page

მსახურება, როგორც ლიდერობის სტილი

Updated: Feb 16, 2021


სანამ კითხვას შეუდგებოდეთ, მოდით ჯერ გულწრფელად უპასუხეთ შეკითხვას - რა შეგრძება გაგიჩნდათ სიტყვაზე „მსახურება“?

როცა ლიდერობის თეორიებით დავინტერესდი, მაშინ აღმოვაჩინე კონცეფცია „ლიდერი, როგორც მსახური“ და მივხვდი, რომ სწორედ ეს სტილია ჩემთვის ყველაზე ახლობელი. ამ დღეებში კი გადავაწყდი ცნობილი ბავშვთა უფლებების დამცველის და აქტივისტის მარიან ედელმანის სიტყვებს- „მსახურება არის ქირა, რომელსაც ჩვენი არსებობისთვის ვიხდით. ის ცხოვრების არსი და დანიშნულებაა და არა ის, რასაც მხოლოდ თავისუფალ დროს აკეთებ“, ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ავტორმა ჩემი სათქმელი თქვა.


მსახურება, როგორც ლიდერობის მოდელი არ არის ახალი, თუმცა თავად ფრაზა რობერტ გრინლიფმა 1970 წელს შემოიტანა. ამ მოდელის არსში დევს იდეა, რომ ლიდერი, როგორც მსახური, ძირითად ამოცანად ადამიანების განვითარება-გაძლიერებას ისახავს. ასეთი ლიდერი ხელს უწყობს ერთიანობის განცდის (შეგრძნების) ჩამოყალიბებას, სადაც ყველა გრძნობს საერთო საქმეში საკუთარ მნიშვნელოვნებას და როგორც გამოცდილება აჩვენებს, ამ დროს ადამიანები გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.


დღეს განსაკუთრებით სჭირდება სამყაროს ლიდერები, რომლებიც ძირითად ამოცანად გარშემომყოფი ადამიანების განვითარებას და გაძლიერებას ისახავენ მიზნად.

ასე რომ მეგობრებო, თუკი გსურთ, საუკეთესო ლიდერი იყოთ, დაიწყეთ ადამიანთა გაძლიერება.

 
 
 

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Guest
a day ago

Het document presenteert zijn bevindingen op een logisch sequentiële manier. Analytische objectiviteit en duidelijkheid van reikwijdte worden gehandhaafd. De website heeft complementaire contextuele mapping over het onderwerp. Participatiedynamiek wordt gecontextualiseerd aan de hand van verwijzingen naar interactieve digitale diensten.

voltslot.co.com

Like
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page