36 ჯადოსნური კითხვა, რომელიც ადამიანებს შორის სიახლოვის შეგრძნებას ბადებს
- Kety Tyson
- Feb 23, 2022
- 3 min read
Updated: Feb 23, 2022

თითქმის ოცი წლის წინ, ფსიქოლოგმა არტურ არონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რათა შეესწავლათ შესაძლებელია თუ არა უცხო, უცნობ ადამიანებს შორის სიახლოვის გაჩენა და ურთიერთობების ჩამოყალიბება განსაზღვრული პიროვნული კითხვების დასმის მეშვეობით.
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანების მიერ ურთიერთგახსნა და გულწრფელობა ხელს უწყობს სიახლოვის განცდის გაჩენას და ზეგავლენას ახდენს ურთიერთობების განვითარებაზე. ამ კვლევაზე დაფუძნებით არონმა გამოაქვეყნა 36 კითხვა, რომელიც შეგიძლია დაუსვა ადამიანებს, რომლებთანაც სიახლოვე და მეტი ინტიმურობა გსურს. სცადე, გამოიყენე, თავად დატესტე.
რა უნდა იცოდე ექსპერიმენტის დაწყებამდე:
პირველ რიგში, ის, რომ ამ კითხვებს საინტერესო რეპუტაცია აქვს - შესაძლებელია ადამიანი, რომელთაც მათ დაუსვავ - შეგიყვარდეს. თუმცა სინამდვილეში ის ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას შეგიძლია გამოიყენო, როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან. ისეთი ადამიანი უნდა შეარჩიო, რომელთანაც კომფორტულად შესძლებ აზრების გაცვლას და საუბარს.
დაახლოებით 90 წუთი დაგჭირდება, ამიტომ ეცადე გამონახო დრო როცა არავინ და არაფერი შეგიშლით ხელს.
მნიშვნელოვანია დაიცვათ მონაცვლეობითი პრინციპი - ჯერ ერთი სცვავს კითხვას, მეორე პასუხობს; შემდეგ მეორე უსვავს პირველს იგივე კითხვას და პირველი პასუხობს. შემდეგ გადადიხართ მეორე კითხვაზე, რომელსაც ჯერ მეორე პასუხობს, მერე პირველი და ა.შ.
კითხვები სამ ნაწილად არის დაჯგუფებული და ნელ-ნელა უფრო სიღრმისეული და პირადული ხდება.
მზად ხარ? მაშ გაეცანი და გამოიყენე ეს ჯადოსნური კითხვები.
ნაწილი I
1. სადილზე ნებისმიერი ადამიანის მოწვევა რომ შეგეძლოს, ვის დაპატიჟებდი?
2. ისურვებდი თუ არა ცნობილი ადამიანი გამხდარიყავი? თუ კი, რა გზით?
3. როცა სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ თუ არა სათქმელს? თუ კი, რატომ?
4. როგორია შენი იდეალური დღე?
5. ბოლოს როდის უმღერე საკუთარ თავს? სხვას?
6. რომ შეგეძლოს 90 წლამდე ცხოვრება და ბოლო 60 წლის განმავლობაში შეგეძლოს 30 წლის ადამიანის ან სხეულის ან გონების ქონა, რომელს აირჩევდი?
7. გაქვს თუ არა რაიმე წინათგრძნობა როგორ მოკვდები?
8. დაასახელე სამი რამ, რაც საერთო გაქვთ შენ და შენს მეწყვილეს
9. ცხოვრებაში ყველაზე მადლიერი რის გამო ხარ?
10. რომ შეგეძლოს რაიმეს შეცვალა იმაში, როგორც გაგზარდეს, რას შეცვლიდი?
11. ოთხი წუთის განმავლობაში მაქსიმალურად დეტალურად მოუყევი შენს მეწყვილეს საკუთარი ცხოვრების შესახებ.
12. ხვალ რომ გაიღვიძებ, რაიმე ახალი თვისება ან უნარი რომ გქონდეს, რა იქნებოდა ეს?
ნაწილი II 13. ჯადოსნური ბროლის ბურთი რომ გქონდეს,რომელსაც შეუძლია გითხრას სიმართლე საკუთარ თავზე, შენს ცხოვრებაზე, მომავალზე ან ნებისმიერ რამეზე, რის გაგებას ისურვებდი? 14. არის რამე, რის გაკეთებაზეც დიდი ხანია ოცნებობ? რატომ არ აიხდინე ეს ოცნება? 15. რა არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა? 16. რას აფასებ ყველაზე მეტად მეგობრობაში ? 17. რომელია შენი ყველაზე ძვირფასი მოგონება? 18. რომელია შენი ყველაზე ცუდი მოგონება? 19. რომ იცოდეთ, რომ ერთ წელიწადში მოულოდნელად მოკვდები, შეცვლიდი თუ არა შენი ცხოვრების წესს? რატომ? 20. რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა? 21. რა როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში სიყვარული? 22. რიგ-რიგობით გაუზიარეთ ერთმანეთს ხასიათის ხუთი ისეთი დეტალი, რომელსაც ერთმანეთის დადებით თვისებად მიიჩნევთ. 23. რამდენად ახლო და თბილი ურთიერთობა გაქვთ ოჯახში? ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვობა სხვებთან შედარებით უფრო ბედნიერი იყო? 24. რას ფიქრობ დედასთან ურთიერთობაზე? როგორი ურთიერთობა გაქვთ? ნაწილი III 25. შეადგინე სამი წინადადება სიტყვა „ჩვენ“-ის გამოყენებით, რომელიც სიმართლეს შეესაბამება. მაგალითად: „ჩვენ ორივე ამ ოთახში ვართ და ვგრძნობთ...“ 26. დაასრულე ეს წინადადება: „მინდოდა, მყოლოდა ვინმე, ვისთანაც შემეძლო გამეზიარებინა...“ 27. თუ აპირებ, რომ შენი მეწყვილესთვის ახლობელი ადამიანი გახდე, გაუზიარე ისეთი დეტალები, რომლის ცოდნაც მისთვის მნიშვნელოვანია. 28. უთხარი შენს მეწყვილეს თუ რა მოგწონს მასში. ამჯერად ძალიან გულწრფელი უნდა იყო. შეიძლება ისეთი რაღაცეები თქვა, რასაც ახლადგაცნობილ ადამიანთან არ იტყოდი. 29. გაუზიარე შენს მეწყვილეს რაიმე უხერხული მომენტი შენი ცხოვრებიდან. 30. ბოლოს როდის იტირე სხვა ადამიანების წინაშე? და მარტოდმყოფმა? 31. უთხარი მეწყვილეს რა დაინახე მასში, რაც უკვე მოგეწონა. 32. რა არის შენთვის ისეთი, რაზე ხუმრობაც კი მკრეხელობა იქნებოდა? 33. დღის ბოლოს რომ უეცარი სიკვდილით დაიღუპო და არავისთან არ გქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა, ინანებდი, თუ არა, რომ ვიღაცისთვის რაღაცის თქმა ვერ მოასწარი? თუ კი, რატომ აქამდე არ გითქვია მისთვის ეს? 34. წარმოიდგინე, რომ სახლს, რომელშიც მთელი შენი ავლა-დიდება ინახება, ცეცხლი წაეკიდა. ოჯახის წევრების და შინაური ცხოველების გადარჩენის შემდეგ მხოლოდ ერთი ნივთის გადარჩენის შანსი გაქვს. რა იქებოდა ეს ნივთი? რატომ? 35. ოჯახის წევრებიდან ვისი სიკვდილი გაშინებს ყველაზე მეტად? რატომ? 36. გაუზიარე მეწყვილეს შენი პირადი პრობლემა და რჩევა სთხოვე - ის როგორ გაუმკლავდებოდა ამ გამოწვევას. სთხოვე ასევე გაგიზიაროს მისი გადმოსახედიდან შენ როგორ უმკლავდები ამ პრობლემას.
დასრულდა 36 ჯადოსნური კითხვა და შენსა და შენს მეწყვილეს შორის უდაოდ გაჩნდებოდა სიახლოვის შეგრძნება. კარგი იქნება, თუ ამ სავარჯიშოს შესრულებას სხვადასხვა ადამიანთან სცდიდი და დააკვირდებოდი საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებს. ამასთან, შესაძლებელია კითხვების შენი საკუთარი ვარიანტებიც დაამატო.
წარმატებას გისურვებ და იმედია გამიზიარებ შენს გამოცდილებას.






Comments