პროფესიონალი ტრენერის საკვანძო კომპეტენცია 2: ტრენინგ-პროგრამის დიზაინი
- Kety Tyson
- Jan 29, 2023
- 2 min read

საკვანძო კომპეტენციის სფერო
ეფექტური და ეფექტიანი თანამედროვე სატრენინგო პროგრამის შექმნა-დიზაინს სჭირდება თემის სიღრმისეული ცოდნა, რაც მოიცავს თანამედროვე კვლევებს, დატესტილ თეორიებსა და პრაქტიკებს და ამავე დროს ალტერნატიული პერსპექტივების გათვალისწინების მზაობას, რაც დომინანტური პოზიციის კრიტიკული განხილვის საშუალებას იძლევა. ტრენინგის წარმატების უზრუნველყოფა უნდა ხდებოდეს შეფასებისა და უკუკავშირის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით. სატრენინგო გამოცდილება ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ითვალისწინებდეს მონაწილეთა საჭიროებებს და ადგენდეს გადასაცემი ინფორმაციის განსაზღვრულ ჩარჩოს, რათა თავიდან ავიცილოს ზედმეტი ინფორმაციული ნაკადი და პროგრამის გადატვირთვა, მაგრამ ამავე დროს უზრუნველყოს, რომ ტრენინგის პროცესში მონაწილეებმა დიდი სურათი დაინახონ, გაიაზრონ კონტექსტი, სხვადასხვა მხრიდან შეხედონ თემას და შესაბამისად შესძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ პიროვნული თუ პროფესიული განვითარების სფეროში მომავალი სასწავლო პროგრამების არჩევისას.
საკვანძო კონცეფციები:
პროფესიონალი ტრენერი გადმოსცემს რელევანტურ, თანამედროვე ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სათანადო თეორიებს და პრაქტიკებს.
პროფესიონალი ტრენერი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას თემაში, რომელზეც ქმნის სატრენინგო მოდულს/კურსს.
პროფესიონალი ტრენერი თავად აწარმოებს კვლევას (არსებული ლიტერატურის შესწავლა) საკვანძო კომპეტენციების სფეროში და ახდენს მიგნებული ინფორმაციის სინთეზს სასწავლო ამოცანების დახვეწის მიზნით.
სასწავლო ამოცანების შედგენისას იყენებს სმარტის მოდელს S.M.A.R.T.
პროფესიონალი ტრენერი იყენებს მონაწილეთა საჭიროებების დადგენის ნაცად მეთოდებს და ამ მონაცემებზე აფუძნებს სატრენინგო მასალის შექმნა-დიზაინს.
ტრენინგ-პროგრამის დიზაინის თვალსაჩინო კომპეტენციები
ტრენერს შეუძლია:
❑ ტრენინგის დიზაინს საფუძვლად სმარტის წესების მიხედვით (SMART – Specific-კონკრეტული სპეციფიური, Measurable - გაზომვადი, Attainable- მიღწევადი, Realistic-რეალისტური, Time-based- დროში გათვლილი) შედგენილი სასწავლო ამოცანები დაუდოს, რომლებიც მონაწილეთა გაზომვად/თვალსაჩინო ქცევით შედეგებს აღწერს.
❑ სასწავლო ამოცანების შედგენისას გაითვალისწინოს მონაწილეთა არსებულ გამოცდილება და კომპეტენციები.
❑ მონაწილეთა საჭიროებებს მოარგოს ტრენინგის შინაარი.
❑ სატრენინგო მასალის შექმნისას გამოიყენოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე პრაქტიკები (მაგალითად სფეროში მიმდინარე კვლევებისა და ახალი თეორიების საფუძველზე შექმნას ახალი პროგრამა ან მოდიფიცირება გაუკეთოს არსებულს).
❑ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც არის მონაწილეთა საჭიროებების გათვალისწინებით რელევანტური, აღქმადი, საინტერესო, სასარგებლო და ახდენს თეორიისა და პრაქტიკის დაკავშირებას.
❑ დაიცვას პროფესიული ეთიკა და ყოველთვის მიუთითოს გამოყენებული მასალის პირველწყარო.
❑ მუდმივად განაახლოს მასალის სფეროში მიმიდნარე ცვლილებების გათვალისწინებით (რაც დასტურდება ბოლო 5-7 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების ციტირებით)
❑ პროფესიული ტერმინოლოგიის , შინაარსთან შესაბამისობაში მყოფი ზუსტ დეფინიციების და საკვანძო კონცეფციების გამოყენება.
გამოყენებული ლტერატურა:
Competencies for trainers - https://ncwwi.org/files/Prof_Development__Training/Competencies_for_Trainers.pdf
ETC competence model for trainers - https://www.salto-youth.net/rc/training-and-cooperation/trainercompetencedevelopment/trainercompetences/
Core competencies fro trainers - https://cliengage.org/clirep/LMS/micro2-trainer/Core-Competencies-for-Trainers.pdf
GP trainer competencies - https://madeinheene.hee.nhs.uk/Portals/6/Trainers/Trainer%20competencies_1.pdf






Comments