top of page

პროფესიონალი ტრენერის საკვანძო კომპეტენცია 1 - ზრდასრულთა სწავლების თეორია


ree

საკვანძო კომპეტენციის სფერო 1 - ზრდასრულთა სწავლების თეორია

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელშიც განმანათლებელი უნდა ერკვეოდეს, არის ზრადსრულთა სწავლა-განათლების თავისებურებები. სწავლა ადამიანის განვითარების მუდმივი თანმდევია, არის უკიდურესად პიროვნული, გამცდილებაზე დაფუძნებული და გარკვეულწილად ინტუიციური. ზრდასრული მსწავლელი სატრენინგო გამოცდილებიდან მაქსიმუმ სარგებელს ღებულობს როცა ახერხებს ისეთი სატრენინგო შესაძლებლობა აირჩიოს, რომელიც:

  1. თავად აინტერესებს

  2. ეფუძნება იმ ფუნდამენტალურ ცოდნას, რომელიც უკვე გააჩნია

  3. დაკავშირებულია მის პირად ან პროფესიული განვითარების მიზნებთან .


ძირითადი კონცეფციები:

  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები მნიშვნელოვანია კომპეტენციებზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამის შესაქმნელად.

  • ზრდასრულთა სწავლების თეორია ეფუძნება ბიჰევიორისტულ და კონსტრუქტივისტულ თეორიებს

    • ბიჰევიორისტული მიდგომა მიიჩნევს, რომ სასწავლო გარემოს სტრუქტურირებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია მცირე ულუფებად გაიცეს, რაც ხელს უწყობს მასალის ერთმანეთზე დაშენებას და პოზიტიურ გამყარებას.

    • კონსტრუქტივისტული მიდგომა ხაზს უსვავს კულტურის მნიშვნელობას პროფესიული სწავლა-განვითარების მოტივაციისა და მოლოდინების ჩამოყალიბებაში.

  • ზრდასრული მონაწილეების ინდივიდუალური განსხვავებები ზეგავლენას ახდენს ტრენინგის პროცესში ინტერპერსონალურ და ჯგუფურ დინამიკაზე.

  • ტრენინგები ადაპტირებული უნდა იყოს ზრდასრული მსწავლელის ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

  • ზრდასრულთა სწავლება უნდა დაშენდეს იმ ცოდნაზე, რომელიც ზრდასრულ მონაწილეს უკვე გააჩნია და რომლის დემონსტრირებაც შეუძლია.

  • გამოცდილებაზე დაფუძნებული და ინტერაქტიული შესაძლებლობები მნიშვნელოვანია სწავლისა და ცოდნის გამყარებისათვის.

  • ზრდასრულთა სწავლის სტილები ეხმარება მსწავლელს ინფორმაციის ათვისებაში და გრძნობის სხვადასხვა ორგანოების მიერ მის გადამუშავებაში.


ზრდასრულთა სწავლების თეორიის გამოყენება: თვალსაჩინო კომპეტენციები

ტრენერს შეუძლია:

  • გადმოსცეს (აღწეროს) და გამოიყენოს ზრადსრულთა სწავლების პრინციპები ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისას.

  • განსაზღვროს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისება-განვითარების ტიპიური ეტაპები და შექმნას სატრენინგო მასალა, რომელიც თანამიმდევრულ, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას უწყობს ხელს.

  • აღწეროს რა ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალური და კულტურული განსხვავებები (მაგ, ასაკი, სქესი, სოციო-ეკონომოური მდგომარეობა, განათლება...) სწავლის პრეფერენციებზე და როგორ უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შექმნილ სტრატეგიებში.

  • განსაზღვროს კრიტიკული რეფლექსიისა და დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობა.

  • ადაპტირება გაუკეთოს ტრენინგის სასწავლო მასალას მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე (მაგალითად განსაზღვროს მონაწილის უკვე არსებული ცოდნის დონე და ისე ააგოს სასწავლო პროგრამა, რომ დააშენოს უკვე არსებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, შეავსოს არსებული ნაპრალები და დაეხმაროს მონაწილეებს დააკავშირონ სატრენინგო მასალა უკვე არსებულ ცოდნასთან.

  • ხელი შეუწყოს მასალის გააზრებას და გამყარებას განმეორებადი და მრავალფეროვანი შესაძლებლობების უზრუნველყოფით (მაგალითად იყენებს აუდიალურ და ვიზუალურ მასალას, დიდაქტიურ პრეზენტაციებს, დისკუსიებს, გამოცდილებაზე დაფუძნებულ აქტივობებს, რეფლექსიებს და გაზიარების სხვადასხვა ფორმებს)

  • დააინტერესოს და ჩართოს მონაწილეები საკუთარი სწავლის საჭიროებების განსაზღვრასა და პირადი სასწავლო მიზნების დასახვაში.

  • გამოიყენოს გამოცდილებაზე დაფუძნებული და ინტერაქტიული ტრენინგ-ტექნიკები და შექმნას სასწავლო გამოცდილების პრაქტიკაში გადაყვანის შესაძლებლობები.

  • შექმნას და შეინარჩუნოს საინტერესო, უსაფრთხო, მხარდამჭერი სასწავლო გარემო.


გამოყენებული ლტერატურა:



Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page