პროფესიონალი ტრენერის კომპეტენციების ჩარჩო
- Kety Tyson
- Jan 29, 2023
- 2 min read
Updated: Jan 30, 2023
5 მიზეზი რატომ გვჭირდება პროფესიონალი ტრენერის კომპეტენციების ჩარჩო

კომპეტენცია განისაზღვრება როგორც პიროვნების დემონსტრირებადი შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ, დავაკვირდეთ ან რაიმე სხვა ფორმით მოვახდინოთ მათი შეფასება. კომპეტენციების ჩარჩო განსაზღვრავს ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს, რომელიც მოცემული პროფესიის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რათა შესძლონ საქმის ხარისხიანად და წარმატებით შესრულება.
ვთვლი, რომ დროა საქართველოში მომუშავე ტრენერები შევთანხმდეთ რას მოვიაზრებთ პროფესიონალი ტრენერის კომპეტენციების ჩარჩოში. ბუნებრივია, მე, როგორც ერთი კონკრეტული ტრენერი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, მაგრამ მინდა წამოვიწყო საუბარი ამ თემაზე და მოვიპატიჟო კოლეგები, რომ დავძრათ ეს საკითხი. აქ კი გიზიარებთ ჩემს მიერ მოძიებული ლიტერატურის გადამუშავების შედეგად ჩემს პირად მოსაზრებას მოცემულ მომენტში (დარწმუნებული ვარ, რომ ეს მასალა დაიხვეწება და განახლდება სფეროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე)
მაშ რაში გამოგვადგება პროფესიონალი ტრენერის კომპეტენციების ჩარჩოს შექმნა?
1. საშუალებას გვაძლევს ერთ ენაზე ვისაუბროთ
კომპეტენციების ჩარჩო ქმნის ერთიან, შეთანხმებულ ენას, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, განვიხილოთ, დავგეგმოთ, გავაზიაროთ. სტანდარტიზირებული ტერმინოლოგია დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, ზედმეტი სიტყვები ერთი და იგივე ქმედების ან საქმინობის აღწერისას და საშუალებას იძლევა უნარ-ჩვევების უფრო სისტემატური დეფინიციის, შეფასებისა და განვითარებისათვის.
2. წარმატების გაზიარებული აღქმის საშუალებას გვაძლევს
გარდა გამოყენებული ენისა/ტერმინებისა, კომპეტენციების ჩარჩო საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ პროფესიული წარმატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, ცოდნისა და დამოკიდებულებების გაზიარებული და შეთანხმებული პროზიცია. კომპეტენციების ჩარჩო უზრუნველყოფს, რომ ტრენინგ-ინდუსტრიაში პროფესიულად ჩართული პირები და ჩვენი საგანმანათლებლო პროდუქტის დამკვეთი პირები ერთ პოზიციაზე ვდგავართ და გვესმის რა არის საჭირო და აუცილებელი პროფესიული წარმატებისათვის და მაღალი ხარისხის პროდუქტის უზრუნველყოფისათვის.
3. აუმჯობესებს კომუნიკაციას და ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას
იქიდან გამომდინარე, რომ კომპეტენციების ჩარჩო საერთო სამეტყველო ენას და მოლოდინების უფრო ნათელ სურათს ქმნის, იოლდება კომუნიკაცია და საქმიანობის ხარისხი, როგორც ტრენერებს შორის, ასევე ტრენერებსა და დამკვეთებს შორის. გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მისკომუნიკაცია და შედეგად უფრო მაღალი ხარისხი დავდოთ.
4. საშუალებას გვაძლევს გავზომოთ წარმატება
როგორც წესი, კომპეტენციების ჩარჩოს თან ახლავს შეფასების მექანიზმები. ეს შეფასება ეხმარება ადამიანებს გამოკვეთონ საკუთარი ძლიერი მხარეები და განვითარების შესაძლებლობები თითოეულ კომპეტენციაში მიღებული შეფასების მიხედვით. ასევე საშუალებას იძლევა გავზომოთ პროგრესიც.
5. შერჩევისა და დაწინაურების ობიექტურ საფუძველს ქმნის
კომპეტენციების ჩარჩო გვეხმარება თავადაც განვსაზღვროთ პროფესიული განვიტარების რა საფეხურზე ვდგავართ და დამქირავებელსაც ეხმარება შერჩევისა და დაწინაურების (თუ კორპორატიულ ტრენინგ-დეპარტამენტში მუშაობთ) პროცესში სწორად განსაზღვროს ჩვენი ღირებულება.
პროფესიონალი ტრენერის კომპეტენციების ჩარჩო

გთავაზობთ ჩემს მცდელობას თავი მოვუყარო და სისტემაში მოვიყვანო პროფესიონალი ტრენერის ის საკვანძო კომპეტენციები, რომელიც ტრენერს სჭირდება რათა დაგეგმოს, შექმნას, განავითაროს, ჩაატაროს და შეაფასოს ზრდასრულთა სფეროში ჩასატარებელი ტრენინგები.
მასალა გადავწყვიტე სამი კომპონენტად დავყო: საკვანძო კომპეტენციის სფერო, საკვანძო კონცეფცია და თვალსაჩინო უნარ-ჩვევა ანუ კომპეტენცია.
საკვანძო კომპეტენციებში 6 სფეროს მოვიაზრებთ:
ზრადსრულთა სწავლების თეორია,
საგანმანათლებლო მასალის დიზაინი,
ტრენინგის ჩატარება და სწავლის ფასილიტირების მეთოდოლოგია,
სწავლის ტრანსფერი,
ტრენინგის მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება, და
პროფესიონალი ტრენერის მახასიათებლები.
გამოყენებული ლტერატურა:
Competencies for trainers - https://ncwwi.org/files/Prof_Development__Training/Competencies_for_Trainers.pdf
ETC competence model for trainers - https://www.salto-youth.net/rc/training-and-cooperation/trainercompetencedevelopment/trainercompetences/
Core competencies fro trainers - https://cliengage.org/clirep/LMS/micro2-trainer/Core-Competencies-for-Trainers.pdf
GP trainer competencies - https://madeinheene.hee.nhs.uk/Portals/6/Trainers/Trainer%20competencies_1.pdf
Competence Framework - https://www.cipd.co.uk/knowledge/fundamentals/people/performance/competency-factsheet#:~:text=Competency%20frameworks%20are%20now%20often,setting%20out%20new%20organisational%20requirements.






მადლობა გაწეული შრომისთვის. სასარგებლო ინფორმაციაა.