top of page

რამდენი დროა საჭირო ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის შესაქმნელად?

Updated: Jan 27, 2023

ტრენინგის დიზაინისთვის საჭირო დროის ინვესტირება და მისი რეალური ღირებულება


ree

ხშირად, როცა ტრენერებს, ტრენინგის სასწავლო პროგრამის დიზაინერებს გვეკითხებიან რა ღირს ტრენინგი, პასუხი შეიძლება იყოს “გააჩნია”, რაც ბევრისთვის გაუგებარია და დაზუსტებას მოითხოვს. ტრენინგის ფასი ბუნებრივია დამოკიდებულია იმ დროით რესურსზე, რომელიც მისი მომზადებისთვის უნდა დაიხარჯოს. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა ღრმად ჩაგახედოთ საერთაშორისო დონეზე ამ ინდუსტრიაში არსებულ რეალობაში.

სატრენინგო პროგრამების შემქმნელ-დიზაინერები ხშირად ვსაუბრობთ ამ სფეროში არსებულ ორ განსაკუთრებით დიდ გამოწვევაზე:

  1. ტრენინგის შინაარსის დიზაინი ძალიან შრომატევადი საქმეა

  2. ადამიანებს ჩვენს გარშემო (ძირითადად ტრენინგის დამკვეთებს და მონაწილეებს) ხშირად არ ესმით რატომ სჭირდება ტრენინგის დაგეგმვას ამდენი დრო (და შესაბამისად რატომ უნდა ღირდეს “ასეთი” ძვირი)

მოდით ვნახოთ რა სტადიები უნდა გაიაროს ხარისხიანად დაგეგმილმა პროგრამამ.

  • მოკვლევა - (თუ კონკრეტული ორგანიზაციის, კომპანიის მიერ არის ტრენინგი დაკვეთილი): ორგანიზაციის, კომპანიის და მასში მომუშავე ადამიანების სპეციფიკის გაცნობა; საკვანძო ადამიანებთან და ფოკუს ჯგუფებთან ჩაღრმავებული ინტერვიუ; კონსულტაციები სტეიკჰოლდერებთან; სფეროში არსებული რელევანტური ინფორმაციის, ლიტერატურის, დოკუმენტების გაცნობა.

  • კურსის პირველი მონახაზი (მიზნების და ამოცანების განსაზღვრა, პროგრამის დასასრულს მისაღები სასურველი შედეგების გაწერა, სესიების ჩამონათვალი და თანამიმდევრობა, ძირითადი აქტივობები)

  • კურსის დეტალური დიზაინი, სესიების დეტალური გეგმის გაწერა, ტრენერის გზამკვლევის გაწერა.

  • საჭირო რესურსების შექმნა-დიზაინი (სლაიდები, პრეზენტაციები, ვიზუალური მასალა, ჰენდაუთები, მონაწილის სამუშაო რვეული)

  • ტრენინგის ლოჯისტიკური ნაწილი

  • სტეიკჰოლდერებთან/დამკვეთთან დეტალების გავლა

  • ტრენერის(ტრენერების)/ფაილიტატორის(ფასილიტატორების) მომზადება

  • საპილოტე კურსი და მისი შეჯამება.

ტრენინგ-ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა და სტრატეგმა ბრაიან ჩაპმენმა (Bryan Chapman), ხანგრძლივი კვლევის საინტერესო მასალა გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ რამდენი დრო იხარჯება სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროგრამების შექმნაზე. Ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ამ კვლევიდან:



ree




ამ მონაცემების მიხედვით, ტრენერის (ინსტრუქტორის, ფასილიტატორის) მიერ ჩატარებული 1 საათიან პროგრამას სჭირდება დაახლოებით 43 საათი დაგეგმისთვის და მომზადებისთვის (საშუალოდ 5 სამუშაო დღე). ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ერთდღიანი ტრენინგის მოსამზადებლად საჭიროა 30 სამუშაო დღე.

Ჩაპმანი აქვე გვთავაზობს 1 სატრენინგო საათის მომზადებაზე დახარჯული დროის საშუალო ღირებულებას

ree


Ჩაპმანის კვლევის შედეგები გამყარებულია კარლ კაპპის კვლევებითაც . მისი მონაცემებით ტრენერის მიერ ჩატარებული 1 საათიანი პროგრამის მომზადებისთვის საჭირო დრო 43 საათი პრინციპში მინიმუმია - უფრო მაღალი ხარისხის პროგრამას 185 საათი დასჭირდება. Საერთაშორისო დონეზე მომუშავე ტრენინგ-დიზაინის პროფესიონალებისათვის ეს მონაცემები სულაც არ არის გასაკვირი, თუმცა მათთვის, ვინც ინვესტირებას აკეთებს ამ სფეროში და ყიდულობს ამ პროდუქტებს, შესაძლოა გადამეტებული ჩანდეს. Ორივე, კაპპი და ჩაპმენი მსჯელობენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროგრამის განვითარებისთვის საჭირო დროზე, მაგ.:

  • დაკვეთის დონე, პირობები, სიახლე, კომაპნიაზე მორგების საჭიროება

  • Ჰენდაუთების, საკითახვი მასალის, მონაწილის სამუშო რვეულის მოთხოვნა

  • Დაკვეთის მდგრადობა (რამდენად იცვლება ამოცანები/სასურველიშედეგების მოლოდინები სასწავლო მასალის დიზაინის პროცესში)

  • Წამყვანი სტეიკჰოლდერების და საგნის ექსპერტების მოცალეობა და კავშირზე ყოფნის სურვილი/შესაძლებლობა.

დღეს საქართველოში არიან ტრენერები, ტრენინგ-კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ როგორც უკვე დაგეგმილ, გაწერილ სატრენინგო პროგრამებს, ასევე შეკვეთით დამზადებულ ე.წ. “Tailor-made” (თერძის მიერ თქვენს ტანზე გამოჭრილ) პროგრამებსაც.


ბუნებრივია მესმის, რომ საქართველოს ეკონომიკა და მათ შორის ტრენინგ-ინდუსტრია ჯერ საკმაოდ შორს არის იმისგან, რომ ხერხდებოდეს საერთაშორისო სტრანდარტების მიხედვით ამ სფეროში ჩართული ადამიანების შრომის დაფასება. მჯერა, რომ ნელ-ნელა ამ რეალობას შევცვლით. მანამ კი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ჩვენი პროდუქტის დამკვეთიც და მომხმარებელიც გათვითცნობიერდება რამდენი დრო და შრომა სჭირდება სატრენინგო პროგრამების დაგეგმვა-მომზადებას და თუ ფინანსურად ვერა, პატივისცემით მაინც დააფასებს ჩვენს შრომას. რაც შეეხება ტრენინგების ჩატარებას, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.





Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page