top of page
Insta KEtys Books.jpg

ჩემს რუბრიკაში „ქეთის წიგნების კოლექცია“ მშობლებისთვის გაზიარებული წიგნების ჩამონათვალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა მთხოვა თინეიჯერების მშობლებისთვისაც გამეკეთებინა ასეთივე წიგნების რეკომენდაციები.  დღეისთვის ვერ მოვასწარი ყველა იმ წიგნის შესახებ მოგითხროთ, რაც ამოვკრიბე ამ მიზნისთვის, თუმცა ერთ წიგნს გიზიარებთ, რომლის ეკრანიზაციაც შეგიძლიათ იხილოთ ქართულ ენაზე. ამან ახალი იდეაც გააჩინა - არა მხოლოდ წიგნების, არამედ ფილმების რეკომენდაციებიც გავაკეთოთ და ამისათვის თქვენც გეპატიჟებით, რომ გაგვიზიაროთ ხოლმე კომენტარებში თქვენი საყვარელი, საგანმანათლებლო ფილმების ბმულები და ინფორმაცია.

 

თავისუფლების მწერლების დღიური: როგორ მოახერხა ერთმა მასწავლებელმა და 150 მოზარდმა დღიურის წერის მეშვეობით შეეცვალა საკუთარი თავიც და სამყაროც გარშემო.

 

ნიუ იურკ ტაიმისის #1 ბესტსელერი.

ეს არის კლასიკური მოთხრობა უფროსკლასელებისა და მათი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც მოახერხა მოზარდების დაინტერესება, აყოლიება, შთაგონება და მათი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა.

 

1994 წელს იდეალისტი დამწყები მასწავლებელი ერინ გრუველი მუშაობას იწყებს კალიფორნიის ლონგ ბიჩის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან, რომლებიც „რისკის ჯგუფის“ კატეგორიაში ჰყავს სკოლის ადმინისტრაციას შეყვანილი და მასწავლებელები მათ წყალწაღებულებად თვლიან. ეს მოზარდები რთულ სოციალურ-ეკონომიურ გარემოში იზრდებიან. ერინ გრუველი კლასში ხელიდან-ხელში გადასულ კარიკატურას აღშფოთებული უკეთებს კომენტარს - „სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გახადა ჰოლოკოსტი შესაძლებელი!“ მისდა გასაოცრად ფრაზამ ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა  მოსწავლეებზე - არც ერთ მათგანს გაგონილიც არ ჰქონდა მეოცე საუკუნის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ამიტომ ერინ გრუველი სრულიად ცვლის საგნის სასწავლო გეგმას, ძირითად საკითხავ წიგნად იწყებს ანა ფრანკის დღიურის გამოყენებას და ამის მეშვეობით ახერხებს მოზარდებში ინტერესის ნაპერწკლის გაჩენას. მისი დავალებით მოსწავლეები იწყებენ საკუთარი დღიურების წარმოებას რაც საინტერესო პროექტში გადაიზრდება სახელწოდებით „თავისუფლების მწერლები.“

ეს არის ძალიან ემოციური, საინტერესო მოთხრობა იმის შესახებ თუ როგორ მოახერხეს მასწავლებელმა და მისმა თინეიჯერმა მოსწავლეებმა სრულიად ახალი მიმართულება მიეცათ საკუთარი ცხოვრებისათვის. წიგნის გამოცემიდან ოცი წლის თავზე მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და სწორედ ამ წიგნმა დაუდო საფუძველი არაჩვეულებრივი მხატვრული ფილმის „თავისუფლების მწერლების“ გადაღებას.
 

იქიდან გამომდინარე, რომ წიგნი ქართულად არ არის ნათარგმნი და სამწუხაროდ მხოლოდ ისინი თუ შეძლებენ მის წაკითხვას, ვინც ინგლისური იცის, რეკომენდაციას ვუწევ აუცილებლად ნახოთ ეს არაჩვეულებრივი ფილმი. მე, და ჩემი კოლეგები ხშირად ვაჩვენებთ ამ ფილმს ჩვენს ახალგაზრდა აღსაზრდელებს და ყოველთვის ძალიან ღრმა და საინტერესო განხილვები მოჰყვება ხოლმე.
 

 

სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page