top of page
IMG_6869.JPG

ჩემი წიგნების კოლექციიდან  მინდა გაგიზიაროთ სტივენ კოვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის მოკლე შინაარსი. 

 

"როგორ გავხდეთ მაღალეფექტური, როგორ მივაღწიოთ მეტს და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები"

 

ამაზე საუბრობს სტივენ კოვი თავის წიგნში სახელწოდებით “მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარ-ჩვევა”.

 

სტივენ კოვის წიგნში თქვენ გაეცნობით თვითტრანსფორმაციის მძლავრ გაკვეთილებს და აღმოაჩინეთ წარმატების გამოცდილ საიდუმლოებებს! 

 

წიგნში წარმოდგენილია წარმატების მიღწევის ჰოლისტიკური მიდგომა, რომელიც ეფუძნება ადამიანის შინაგანი პოზიტიური ცვლილების პრინციპებს. სტივენ კოვიმ მაღალეფექტური ადამიანის 7 უნარ-ჩვევა ჩამოაყალიბა 200 წლის განმავლობაში, წარმატების ცნებაზე დაწერილი ლიტერატურის კვლევის შედეგად შექმნილ პლატფორმაზე და დღესაც ამ ნაშრომში გაჟღერებული მისი იდეები პიროვნული განვითარების თემასთან დაკავშირებული არაერთი წიგნისა თუ პროგრამის საფუძველია.

 

წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ ისწავლით:

- როგორ გააუმჯობესოთ თქვენი შესაძლებლობები სასურველი შედეგების მისაღწევად;

- როგორ განიმტკიცოთ ხასიათი, დახვეწოთ თვითრეგულაციის უნარი და დაამყაროთ ემოციურად ჯანსაღი და ნდობით სავსე ურთიერთობები ადამიანურ კაპიტალთან;

- როგორ იმოძრაოთ განვითარების სპირალზე მაღლა და მაღლა 7 უნარ-ჩვევის მეშვეობით.

საკითხავი ბმულები: http://bit.ly/2NMC9X9

                                      http://bit.ly/3ukcq9j

 

სიახლეების გამოწერა

მადლობა გამოწერისთვის

  • Facebook
  • Instagram
bottom of page